Nokia 3720 classic - ციფრული უფლებების მენეჯმენტი

background image

ციფრული უფლებების მენეჯმენტი
შინაარსის მეპატრონეს შეუძლია გამოიყენოს

ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM)

სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალება, რათა

დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება,

საავტორო უფლების ჩათვლით. ეს მოწყობილობა

იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ

უზრუნველყოფას, რომ მიიღოს DRM-ით დაცული

ელემენტები. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ გახსნათ

შინაარსი, რომელიც დაცულია შემდეგით: WMDRM 10,

OMA DRM 1.0, OMA DRM 1.0 forward lock, და OMA DRM

2.0. თუ ზოგიერთი DRM პროგრამა ვერ შეძლებს

შინაარსის დაცვას, შინაარსის მეპატრონეს შეუძლია

მოითხოვოს, რომ ამ DRM პროგრამას გაუუქმდეს

ახალი DRM-ით დაცულ ელემენტზე წვდომის უნარი.

ამ გაუქმებამ შეიძლება ასევე შეუშალოს ხელი თქვენს

მოწყობილობაში მყოფი, ამ DRM-ით დაცული

ელემენტის განახლებას. ასეთი DRM პროგრამის

გაუქმება გავლენას არ იქონიებს სხვა ტიპის DRM-ით

დაცული, ან DRM-ით დაუცველი ელემენტების

გამოყენებაზე.

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ

ელემენტს აქვს გააქტიურების კოდი, რაც

განსაზღვრავს თქვენს უფლებას ამ ელემენტის

გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით

დაცული ელემენტი, აქტივაციის კოდისა და

ელემენტის დასარეზერვებლად გამოიყენეთ Nokia PC

Suite-ის შესაბამისი ფუნქცია. თუ თქვენს

მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით დაცული ელემენტი,

აქტივაციის კოდისა და ელემენტის დასარეზერვებლად

გამოიყენეთ Nokia Ovi Suite-ის შესაბამისი ფუნქცია.

თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული

ელემენტი, მეხსიერების დაფორმატების შემთხვევაში

დაკარგავთ როგორც აქტივაციის კოდს, ასევე

ელემენტს. აქტივაციის კოდები და ელემენტები ასევე

შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს

მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება. აქტივაციის

კოდების ან ელემენტების დაკარგვით შეიძლება ვეღარ

შეძლოთ თქვენს მოწყობილობაში მყოფი იმავე

ელემენტების შეუზღუდავად გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენი

სერვისის პროვაიდერს.

აქტივაციის ზოგიერთი კოდი შეიძლება

დაკავშირებული იყოს კონკრეტულ SIM-ბარათთან და

დაცულ შინაარსთან წვდომა შესაძლებელი იქნება

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც SIM-ბარათი

ჩადებული იქნება მოწყობილობაში.