Nokia 3720 classic - ქსელის მომსახურებები

background image

ქსელის მომსახურებები
მოწყობილობის გამოსაყენებლად

უნდა ისარგებლოთ მობილურის

სერვისის პროვაიდერის

მომსახურებით. ასეთი

მომსახურებების უმეტესობას

სჭირდება ქსელის სპეციალური

მახასიათებლები. ეს მახასიათებლები

შეიძლება არ ჰქონდეს ყველა ქსელს;

სხვა ქსელში ჩასართავად შეიძლება

დაგჭირდეთ სპეციალური

შეთანხმების მიღწევა თქვენი

სერვისის პროვაიდერთან, სანამ

შეძლებდეთ ქსელის მომსახურების

გამოყენებას. ქსელის გამოყენებით

მოხდება მონაცემთა გადაცემა.

ქვეყნის შიდა ქსელისა და

როუმინგის დროს ქვეყნის გარეთ

სხვა ქსელების გამოყენების ფასების

გასაგებად მიაკითხეთ სერვისის

პროვაიდერს. თქვენი მომსახურების

პროვაიდერი მოგცემთ ინსტრუქციას

და აგიხსნით, თუ რა ფასები

შეგეხებათ. ზოგიერთ ქსელს

შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვები,

რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს

თქვენს მიერ ქსელის გამოყენების

ფორმაზე. მაგალითად, ზოგიერთ

ქსელს შეიძლება არ ჰქონდეს

ენობრივი ელემენტები და

მომსახურებები.
თქვენი სერვისის პროვაიდერმა

შეიძლება მოგთხოვოთ, რომ

ზოგიერთი ფუნქცია გამორთოთ ან არ

ჩართოთ თქვენს მოწყობილობაში. ამ

შემთხვევაში, ეს ფუნქციები არ

გამოჩნდება თქვენი მოწყობილობის

მენიუში. თქვენს მოწყობილობას

შეიძლება ასევე ჰქონდეს

სპეციალური კონფიგურაცია,

როგორიცაა განსხვავებული მენიუს

სახელწოდებები, მენიუს

თანმიმდევრობები და პიქტოგრამები.

დამატებითი ინფორმაციის

მისაღებად დაუკავშირდით თქვენი

სერვისის პროვაიდერს.