სურათის გადაღება
კამერის გააქტიურება
აირჩიეთ
მენიუ
>
მედია
>
კამერა
, ან,
თუ ვიდეოს რეჟიმში ხართ,
გადაახვიეთ მარცხნივ ან მარჯვნივ.
მასშტაბის გადიდება და შემცირება
ფოტოაპარატის რეჟიმში გადაახვიეთ
ზემოთ ან ქვემოთ, ან გამოიყენეთ
ხმის რეგულირების ღილაკები.
სურათის გადაღება
აირჩიეთ
გადაღ.
.
მოწყობილობის მიერ სურათების
შენახვის ადგილია გალერეა.
კამერის ნათების გააქტიურება
თუ გსურთ ყველა სურათის
გადაღება ფოტოაპარატის ნათების
გამოყენებით, აირჩიეთ
ოფცია
>
ნათება
>
ნათება ჩართულია
, ან თუ
გსურთ მოწყობილობამ
ავტომატურად გამოიყენოს ნათება
დაბალი განათების პირობებში,
აირჩიეთ
ავტომატური
.
ნათების გამოყენების დროს
დაიცავით უსაფრთხო დისტანცია.
ნათება არ გამოიყენოთ ადამიანებთან
ან ცხოველებთან ახლო მანძილზე.
სურათის გადაღების დროს არაფერი
დააფაროთ გამანათებელ
მოწყობილობას.
სურათის დათვალიერება
გადაღებული სურათის მაშინვე
სანახავად, აირჩეით
ოფცია
>
პარამეტრები
>
სურათ ნახვის დრო
და ჩვენების პერიოდი. ჩვენების
პერიოდში შეარჩიეთ
წინა
სხვა
სურათის გადასაღებად, ან
გაგზავ
სურათის მულტიმედიურ წერილად
გასაგზავნად.
თქვენს მოწყობილობას შეუძლია
მაქსიმუმ 1200x1600 პიქსელი
გარჩევადობის მქონე გამოსახულების
დაფიქსირება.