რუქები და GPS
შეგიძლიათ გამოიყენოთ
გლობალური პოზიციონირების
სისტემა (GPS), რუქების პროგრამის
მხარდასაჭერად. იპოვნეთ თქვენი
მდებარეობა, ან გაზომეთ მანძილი და
დასვით კოორდინატები.
სანამ GPS ფუნქციას გამოიყენებდეთ
თქვენი ტელეფონით, ჯერ
ტელეფონი უნდა დაუკავშიროთ
თავსებად გარე GPS მიმღებს,
Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის
საშუალებით. დამატებითი
ინფორმაციისთვის იხ. GPS
მოწყობილობის მომხმარებლის
სახელმძღვანელო.
Bluetooth GPS მოწყობილობის და
თქვენი ტელეფონის დაწყვილების
რუქები
45
© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
45
შემდეგ, ტელეფონს შეიძლება
რამდენიმე წუთი დასჭირდეს
მიმდინარე მდებარეობის
ჩვენებისთვის. შემდგომი
დაკავშირებები მოხდება უფრო
სწრაფად, მაგრამ თუ თქვენ არ
გამოგიყენებიათ GPS რამდენიმე
დღის განმავლობაში, ან თუ ძალზე
შორს ხართ ბოლოს გამოყენებული
ადგილიდან, თქვენი მდებარეობის
პოვნას და ჩვენებას შეიძლება
რამდენიმე წუთი დასჭირდეს.
მდებარეობის განმსაზღვრელ
გლობალურ სისტემას (GPS)-ს
მართავს შეერთებული შტატების
მთავრობა, რომელიც პირადად იღებს
პასუხისმგებლობას მის ზუსტსა და
გამართულ მუშაობაზე.
ადგილობრივი მონაცემების
სიზუსტეზე შეიძლება გავლენა
იქონიოს GPS სატელიტების
დარეგულირებამ, რომელსაც ახდენს
შეერთებული შტატების მთავრობა
და რომელიც ექვემდებარება შეცვლას
შეერთებული შტატების თავდაცვის
დეპარტამენტის სამოქალაქო GPS-ის
პოლიტიკისა და ფედერალური
რადიონავიგაციის გეგმის
შესაბამისად. სატელიტის უბრალო
გეომეტრიულ ფორმას ასევე
შეუძლია გავლენა მოახდინოს
სიზუსტეზე. GPS სიგნალების
არსებობასა და ხარისხზე შეიძლება
იმოქმედოს თქვენმა მდებარეობამ,
შენობამ, ბუნებრივმა
ხელისშემშლელმა პირობებმა და
ამინდმა. GPS სიგნალები შეიძლება
ვერ მიიღოთ შენობაში ან მეტროში
და შეიძლება მათ გავრცელებას ხელი
შეუშალოს ისეთმა მასალებმა,
როგორიცაა ბეტონი და რკინა.
GPS არ უნდა იქნას გამოყენებული
ზუსტი მდებარეობის დასადგენად
და არ უნდა ენდოთ მხოლოდ GPS
მიმღებისა და ფიჭური
რადიოქსელების მონაცემებს
მდებარეობის შესახებ, პოზიციის
შერჩევის და ნავიგაციის დროს.