Nokia 3720 classic - მესამე მხარის პროგრამები

background image

მესამე მხარის პროგრამები
თქვენი მოწყობილობით მოწოდებული, მესამე მხარის

პროგრამების შემქმნელი და მფლობელი შეიძლება

იყოს პირები და ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან

Nokia-სთან აფილირებულნი ან სხვაგვარად

დაკავშირებული. Nokia-ს არა აქვს საავტორო ან

ინტელექტუალური საკუთრების უფლება მესამე

პირის პროგრამებზე. Nokia, როგორც ასეთი, საბოლოო

მომხმარებლის წინაშე არ არის პასუხისმგებელი ისეთ

საკითხებზე, როგორიცაა დახმარება, პროგრამების

გამართული მუშაობა, ან მათში მოცემული

ინფორმაცია. Nokia არ იძლევა რაიმე გარანტიას მესამე

მხარის პროგრამებთან დაკავშირებით.

ამ პროგრამების გამოყენების დროს შეგნებული უნდა

გქონდეთ, რომ პროგრამები არ არის დაცული არანაირი

გარანტიით, არც პირდაპირ მითითებულით და არც

ნაგულისხმევით, მოქმედი სამართლით დაშვებულ

ფარგლებში. გარდა ამისა, თქვენ აცნობიერებთ, რომ

არც Nokia და არც მასთან აფილირებული პირები არ

გასცემენ არანაირ გარანტიებს, არც პირდაპირ

მითითებულს და არც ნაგულისხმებს, მათ შორის

დაკავშირებულს სახელწოდებასთან, სასაქონლო

ფორმასთან ან კონკრეტული გამოყენებისთვის

ვარგისიანობასთან, ან იმასთან, რომ ეს პროგრამები არ

გამოიწვევს რომელიმე მესამე მხარის საპატენტო,

საავტორო, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული, ან

სხვა უფლებების დარღვევას.