Nokia 3720 classic - Nokia-ს კვების ელემენტის იდენტიფიცირების სახელმძღვანელო მითითებები

background image

გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება,

გაჟონვა ან სხვა საშიშროება.

თუ გამოცვლილი კვების ელემენტი პირველად

გამოიყენება, ან თუ მას არ იყენებდნენ დიდი ხნის

განმავლობაში, ელემენტის დატენვის დასაწყებად

შეიძლება საჭირო გახდეს მისი მიერთება დამტენთან,

შემდეგ გამორთვა და თავიდან მიერთება. თუ

ელემენტი ბოლომდე დაიცალა, შეიძლება რამდენიმე

წუთი გავიდეს სანამ ეკრანზე გამოჩნდება დატენვის

ინდიკატორი, ან სანამ შეძლებთ ზარის

განხორციელებას.

კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის

გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების

ქსელიდან.

დამტენი და აპარატი გამორთეთ ელექტრული კვების

ქსელიდან, როდესაც არ იყენებთ. ბოლომდე

დატენილი ელემენტი არ დატოვოთ ელექტროქსელში

ჩართული, რადგან შეიძლება ამან დააჩქაროს

ელემენტის ცვეთა. თუ გამოუყენებლად დატოვებთ,

ბოლომდე დატენილი ელემენტი თანდათანობით

დაიცლება.

ყოველთვის შეეცადეთ ელემენტის გარემო

ტემპერატურა არ გასცდეს 15°C-დან 25°C-მდე (59°F-

დან 77°F-მდე) ფარგლებს. კრიტიკული

ტემპერატურები ამცირებს კვების ელემენტის

ეფექტურ მუშაობას და სიცოცხლის ხანგძლივობას.

მოწყობილობამ ცხელი ან ცივი კვების ელემენტით

შეიძლება დროებით არ იმუშაოს. ელემენტის მუშაობა

განსაკუთრებით იზღუდება გაყინვის ტემპერატურაზე

ქვემოთ.

არ მოახდინოთ ელემენტის მოკლე ჩართვა. შეიძლება

შემთხვევით მოხდეს მოკლე ჩართვა, თუ ლითონის

საგანი, მაგალითად, მონეტა, სამაგრი, ან კალმისტარი

ერთდროულად შეეხება ელემენტის დადებით (+) და

უარყოფით (-) ბოლოს. (ეს გამოიყურება, როგორც

ლითონის ზოლი ელემენტზე.) მაგალითად, ეს

შეიძლება მოხდეს, როდესაც სათადარიგო ელემენტი

გიდევთ ჯიბეში ან ჩანთაში. ბოლოების მოკლე

შეერთებამ შეიძლება დააზიანოს ელემენტი ან

შემაერთებელი საგანი.

არ დაწვათ ელემენტები ცეცხლში, რადგან შეიძლება

აფეთქდეს. ელემენტი ასევე შეიძლება აფეთქდეს, თუ

იგი დაზიანებულია. ელემენტები გადაყარეთ

ადგილობრივი წესების შესაბამისად. გთხოვთ,

მეორადი გამოყენება მისცეთ, თუ ეს შესაძლებელია.

არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

არ დაშალოთ, ამოჭრათ, გახსნათ, დაამტვრიოთ,

მოღუნოთ, დაბრიცოთ, გახვრიტოთ ცალკეული

ნაწილები ან კვების ელემენტი. თუ ელემენტი

გაჟონავს, შეეცადეთ არ მოგხვდეთ სითხე კანზე ან

თვალში. ელემენტის გაჟონვის შემთხვევაში,

დაუყოვნებლივ დაიბანეთ კანი და თვალები წყლით,

ან მიმართეთ ექიმს.

არ შეცვალოთ, არ გადაამუშაოთ, არ ჩასვათ უცხო

ობიექტები კვების ელემენტში, არ ჩადოთ ან

დაასველოთ წყალში ან სხვა სითხეში.

კვების ელემენტის არასათანადო გამოყენებამ

შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება ან სხვა

საშიშროება. თუ მოწყობილობა ან კვების ელემენტი

დავარდა, განსაკუთრებით მყარ ზედაპირზე და

ფიქრობთ რომ დაზიანდა, წაიღეთ სერვის-ცენტრში

შესამოწმებლად, სანამ მას კვლავ გამოიყენებდეთ.

ელემენტი გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ.

არასდროს გამოიყენოთ დაზიანებული დამტენი ან

ელემენტი. შეინახეთ ისინი მცირეწლოვანი

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

56

კვების ელემენტი

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

56

background image

მოვლა და ტექნიკური მომსახურება
თქვენი მოწყობილობა წარმოადგენს უმაღლესი

დიზაინის მქონე და ოსტატურად დამუშავებულ

პროდუქტს, რასაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.

შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ საგარანტიო

პირობების დაცვაში.

არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა

მტვრიან და ჭუჭყიან ადგილებში. მისი მოძრავი

ნაწილები და ელექტრონული კომპონენტები

შეიძლება დაზიანდეს.

არ შეინახოთ მოწყობილობა ცხელ ადგილზე.

მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს

ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის

ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის

დაზიანება და ზოგიერთი პლასტმასის ნაწილის

დეფორმაცია და დნობა.

არ შეინახოთ მოწყობილობა ცივ ადგილზე.

როდესაც აპარატს დაუბრუნდება მისთვის

ნორმალური ტემპერატურა, მოწყობილობის

შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი და დააზიანოს

ელექტრონული სქემის დაფები.

არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა,

წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული

ინსტრუქციის დაუცველად.

არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ

მოწყობილობა. უხეში მოპყრობით შეიძლება

დაზიანდეს ელექტროსქემის დაფა და ფაქიზი

მექანიზმები.

მოწყობილობის გასასუფთავებლად არ

გამოიყენოთ უხეში ქიმიკატები, გამწმენდი

ხსნარები, ან ძლიერი სარეცხი საშუალებები.

არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება

გაჭედოს მოძრავი ნაწილები და ხელი შეუშალოს

გამართულ მუშაობას.

გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული, ან

ნებადართული შემცვლელი ანტენა.

ნებადაურთავი ანტენების, მოდიფიკაციების, ან

დამატებების გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს

მოწყობილობა და დაირღვეს

რადიომოწყობილობების გამოყენების შესახებ

დებულებები.