Nokia 3720 classic - მეხსიერების ბარათის ჩადება და ამოღება

background image

მეხსიერების ბარათის ჩადება და

ამოღება

გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი

microSD ბარათები, რომელიც Nokia-ს

მიერ ნებადართულია ამ

მოწყობილობასთან გამოსაყენებლად.

Nokia იყენებს მეხსიერების

ბარათებისთვის მიღებულ

სამრეწველო სტანდარტებს, მაგრამ

ზოგიერთი მარკა შეიძლება არ იყოს

სრულად თავსებადი ამ

მოწყობილობასთან. თუ ბარათი

არათავსებადია მოწყობილობასთნ,

ამან შეიძლება დააზიანოს როგორც

ბარათი, ისე აპარატი და დაზიანდეს

ბარათზე შენახული მონაცემები.

თქვენი მოწყობილობა ოპერირებს

microSD ბარათების საშუალებით,

რომელთა ტევადობა აღწევს 8

გიგაბაიტს.
ერთი ფაილის ზომა არ უნდა

აღემატებოდეს 2 გიგაბაიტს.

მეხსიერების ბარათის ჩადება

1 მოწყობილობას მოხსენით უკანა

საფარი და ამოიღეთ კვების

ელემენტი.

2 გახსენით მეხსიერების ბარათის

დამჭერი (1).

3 ჩასვით მეხსიერების ბარათი მის

დამჭერში ისე, რომ მისი

საკონტაქტო ზედაპირი ქვემოთ

იყოს მოქცეული (2).

4 დახურეთ მეხსიერების ბარათის

დამჭერი (3).

დასაწყისი

9

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

9

background image

5 ისევ ჩადეთ კვების ელემენტი და

დაახურეთ უკანა საფარი.

მეხსიერების ბარათის ამოღება

1 მოწყობილობას მოხსენით უკანა

საფარი და ამოიღეთ კვების

ელემენტი.

2 გახსენით მეხსიერების ბარათის

დამჭერი და ამოიღეთ

მეხსიერების ბარათი. დახურეთ

მეხსიერების ბარათის დამჭერი.

3 ისევ ჩადეთ კვების ელემენტი და

დაახურეთ უკანა საფარი.