Nokia 3720 classic - აფეთქების პოტენციური გარემოებები

background image

აფეთქების პოტენციური გარემოებები
გამორთეთ აპარატი, როდესაც პოტენციურად

აფეთქებად ატმოსფეროში იმყოფებით და

დაემორჩილეთ ყველა ნიშანსა და ინსტრუქციას.

პოტენციურად აფეთქებად ატმოსფეროში შედის ის

ადგილები, სადაც ჩვეულებრივ გირჩევენ გამორთოთ

მანქანის ძრავა. ამგვარ ადგილებში ნაპერწკალმა

შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, რასაც შეიძლება

მოჰყვეს სხეულის დაზიანება და სიკვდილიც კი.

გამორთეთ მოწყობილობა ბენზინგასამართ

სადგურებში, გაზის დამტენ მომსახურე პუნქტებთან

ახლოს. დაიცავით აკრძალვები რადიომოწყობილობის

გამოყენებასთან დაკავშირებით საწვავის საწყობებში,

შემნახველ და გამანაწილებელ ზონებში; ქიმიურ

საწარმოებში; ან იქ, სადაც მიმდინარეობს

ასაფეთქებელი სამუშაოები. პოტენციურად

აფეთქებადი ატმოსფეროს მქონე ზონები ხშირად,

მაგრამ არა ყოველთვის, ნათლად არის აღნიშნული.

მათში შედის ნავების ქვედა განყოფილება,

ქიმიკატების გადამტანი ან შემნახავი საშუალებები და

ის ადგილები, სადაც ჰაერი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს

ან ნაწილაკებს, როგორიცაა გრანულები, მტვერი ან

მეტალის ფხვნილები. თხევად გაზზე (მაგ. პროპანზე

ან ბუტანზე) მომუშავე ტრანსპორტის

მწარმოებლიდან უნდა მიიღოთ ინფორმაცია, რათა

დაადგინოთ იქნება თუ არა უსაფრთხო ამ

მოწყობილობის გამოყენება ასეთ ტრანსპორტთან

ახლოს.