Nokia 3720 classic - გამძლეობა

background image

გამძლეობა

თქვენი მოწყობილობა

გათვალისწინებულია მკაცრ გარემო

პირობებში გამოსაყენებლად. იგი

ტესტირებული და მოწონებულია,

საერთაშორისო IEC 60529

სტანდარტის / IP54 დონის

შესაბამისად, წყლისა და მტვრის

მიმართ დაცვის მხრივ და IEC

60068-2-27 სტანდარტის შესაბამისად,

ელექტროშოკის მიმართ დაცვის

მხრივ.

ამ მოწყობილობასთან

გამოსაყენებელ აქსესუარებს არ

გააჩნია იგივე დონის გამძლეობა,

დაცულობა მტვრის მიმართ, ან

მდგრადობა წყლის მიმართ, როგორც

თვით მოწყობილობას. მაგალითად,

ყველა დამტენი მხოლოდ მშრალ

პირობებში უნდა გამოიყენოთ.

დაუშვებელია მათი გამოყენება

სინესტეში ან სისველეში.

თქვენი მოწყობილობის გამოყენება

სველ და მტვრიან პირობებში

წყლის მიმართ მდგრადობა

გულისხმობს მდგრადობას

მხოლოდ სუფთა, მტკნარი წყლის

მიმართ. ნუ დაასველებთ

მოწყობილობას ნებისმიერი სხვა

სითხით. მაგალითად, ნუ

დაასველებთ მოწყობილობას

ოკეანის წყლით, სასმელებით,

ტალახით, ან თხევადი

ქიმიკატებითა თუ

დეტერგენტებით.

მოწყობილობა არ ჩაუშვათ

წყალში.

არ დაასველოთ მოწყობილობა

ცხელი წყლით.

თუ მოწყობილობა დასველდება

წყლით, გაწმინდეთ იგი მშრალი

ტილოთი. თუ იგი დასველდება

მარილიანი წყლით ან სხვა

სითხით, დაუყოვნებლად

გადაავლეთ მოწყობილობას

სუფთა მტკნარი წყალი.

მოწყობილობა კარგად უნდა

გაამშრალოთ.

ქვემოთ მოცემულ ჩამრთველებს

ნურასოდეს მიუერთებთ რაიმეს,

თუ ისინი მტვრიანი ან სველია.

მაგალითად, არასოდეს დატენოთ

მოწყობილობა, როდესაც ქვემოთ

მოთავსებული ჩამრთველები

სველი ან ნესტიანია.

ჩამრთველებში არაფერი

მიაერთოთ ძალის გამოყენებით,

რადგან შეიძლება მოწყობილობა

გაფუჭდეს.

სანამ უკანა საფარს გახსნით (1),

გაწმინდეთ და გააშრეთ

მოწყობილობა, რათა წყალი და

მტვერი არ მოხვდეს

მოწყობილობის შიგნით; ამასთან,

მოწყობილობა მხოლოდ მშრალ

და სუფთა პირობებში გახსენით.

დარწმუნდით, რომ თქვენი

მოწყობილობის შიგთავსი და

უკანა ხუფის (1) საიზოლაციო

ადგილები მშრალი, სუფთა და

თავისუფალია ყოველგვარი უცხო

სხეულებისაგან. უცხო

სხეულებმა ან მტვერმა შეიძლება

დააზიანოს იზოლაცია და ხელი

შეუწყოს წყლის შეღწევას.

თუ ჩამრთველები მტვრიანია,

ისინი გულმოდგინედ უნდა

გაწმინდოთ, სანამ გამოიყენებთ.

ქვემოთ მოთავსებული

ჩამრთველებისა და მიმდებარე

ადგილების გასასუფთავებლად,

შეგიძლიათ გახსნათ ჩამრთველის

საფარი (2) მოწყობილობის ქვედა

ნაწილში და ფრთხილად შეასხათ

სუფთა მტკნარი წყალი,

გამძლეობა

5

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

5

background image

ჩამრთველებიდან მტვრის

მოსაცილებლად. გაწმინდეთ

მოწყობილობა და ჩამრთველის

ტერიტორია და გულმოდგინედ

გააშრეთ. ჩამრთველების შიდა

მხარე ყოველთვის მშრალი უნდა

იყოს. არაფერი ჩაარჭოთ

ჩამრთველებში ან მათ

ტერიტორიაზე.

1 უკანა საფარი

2 ჩამრთველის საფარი

6

გამძლეობა

© 2009 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

6

background image

გსურთ მოამზადოთ

თქვენი მოწყობილობა

გამოსაყენებლად?

დარწმუნებული იყავით,

რომ იგი ჯანსაღი და

გამძლეა, მკაცრ გარემო

პირობებშიც კი.